ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გოჩა მირცხულავა: პუტინი იძახის საქართველოს ოკუპაციის გეგმა 2006 წელს დავამტკიცეო და ესენი - ომი სააკაშვილმა დაიწყოო

გოჩა მირცხულავა: პუტინი იძახის საქართველოს ოკუპაციის გეგმა 2006 წელს დავამტკიცეო და ესენი - ომი სააკაშვილმა დაიწყოო
ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
ანუ პუტინი იძახის საქართველოს ოკუპაციის გეგმა 2006 წელს დავამტკიცეო და ესენი - ომი სააკაშვილმა დაიწყოო. ჰო და, ვინც საქართველოს ოკუპაციის გეგმა დაამტკიცა, მერე ვინც ეგ განახორციელა, ვინც 58-ე არმია საქართველოში შემოიყვანა, ვინც მხოლოდ 2008 წლის 1 აგვისტოდან -7 აგვისტომდე და მერე ქართველები ხოცა და ვინც სიმართლე იცის და ომს მაინც საქართველოს აბრალებს, იმის მკვდარ- ცოცხალი.... ვოლსკიც კი თავის "მოგონენებში" არ წერს საქართველომ დაიწყო ომიო. ახლა ალბათ ეგ გააქრო...
და კიდევ, თქვე არამზადებო, პროვოკაცია რას მიქვია? მხოლოდ 1-7 აგვისტოს საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები ნახეთ. ომს საქართველო იწყებდა და ლამის ყველა ელჩი ცხინვალში ჩავიდა ხო? დენის კიფს - იმ დროინდელ ბრიტანეთის ელჩს დაელაპარაკეთ... ა, თქვენ იური პოპოვის გჯერათ... საქართველომ თავის ტერიტორიაზე დაიწყო ომი ხო? თუ აპრიორი აღიარებთ ცხინვალს სხვა სახელმწიფოდ? აი, ომის დაწყებამდე დახოცილ ქართველებზე და დაბომბილ სოფლებზე რატომ არაფერს ამბობთ? ფუ რა სამარცხვინო ხალხი ხართ მაინც.
ეგ არაფერი. მოვა თქვენი გასამართლების დრო!
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.