პაატა მანჯგალაძე – ივანიშვილს კორუფციაზე არანაირი პრობლემა არ აქვს – თუ კორუფციის პრობლემა აქვს, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ რატომ გადაიყვანა და რატომ არ მოსთხოვა პასუხი?

ცუდად არ მინდა გაიგონ, მაგრამ ივანიშვილი პრემიერებს, როგორც წინდებს, ისე იცვლის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
როგორც მანჯგალაძე განმარტავს, ერთი სახელი და გვარის მეორით შეცვლას აზრი არ აქვს, ვინაიდან მისივე თქმით, მთავარი – ივანიშვილი არ იცვლება.
„ივანიშვილს კორუფციაზე არანაირი პრობლემა არ აქვს, წლების მანძილზე ეგუებოდა ამ ყველაფერს. თუ კორუფციის პრობლემა აქვს, [] პარტიის თავმჯდომარედ რატომ გადაიყვანა და რატომ არ მოსთხოვა პასუხი? ივანიშვილი ცდილობს ისე აძარცვინოს ხალხი, ყველას შეექმნას განცდა, რომ ყველაზე დიდი წილი მისთვის გაიმეტა, ამაშია საქმე. რაც შეეხება ცვლილებებს, ხალხი არაფერს არ უნდა ელოდოს, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში პრემიერის ცვლილებები იმიტომ ხდება, რომ პრობლემას სახელი არ დაერქვას – ივანიშვილი, ამ პრობლემას ჰქვია ივანიშვილი – უმუშევრობას, სიღარიბეს, ის რომ ქვეყნიდან ხალხი გარბის, ბავშვები შიმშილობენ, დაერქვას ღარიბაშვილი, , ბახტაძე, კვირიკაშვილი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში, ამას ივანიშვილი არ უნდა ერქვას. ცუდად არ მინდა გაიგონ, მაგრამ როგორც წინდებს, ისე იცვლის ივანიშვილი პრემიერებს. აქ ერთი სახელის და გვარის მეორით შეცვლას ზუსტად ის მიზანი აქვს, როგორც წინდის გამოცვლას, სხვა არაფერი, რადგან არ იცვლება მთავარი – ივანიშვილი. ის დაშორდა ხალხს, ირაკლი ღარიბაშვილთან და სთან რომ გადიოდა კონსულტაციას, ახლა პირიქით რომ მოხდება ირაკლი კობახიძესთან და ირაკლი ღარიბაშვილთან გაივლის კონსულტაციას, ამით რა შეიცვლება? რა შანსი უნდა მივცეთ ირაკლი კობახიძეს, პარტიის თავმჯდომარე იყო, თუ რამის გაკეთება უნდოდა, ვერ გააკეთა?“ – განაცხადა მანჯგალაძემ.
როგორც ის განმარტავს, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედაც ს სამსახურში იქნება.
„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუნდი არ ჰყავს, ივანიშვილი არის საპატიო თავმჯდომარე, რომელიც პრემიერ-მინისტრს წარადგენს, რა როლი უნდა შეასრულოს? ალბათ, იგივე როლი უნდა შეასრულოს – უნდა გახდეს ივანიშვილის თანაშემწე, ან მდივანი. პრობლემა რაშია, ეს ხალხი ვერ აცნობიერებს, როცა პრემიერ-მინისტრი გქვია, ხალხის სამსახურში უნდა იყო, ისინი ბიძინა ივანიშვილის სამსახურში არიან, ბიძინა სპეციალურად არჩევს ადამიანს, კონკურენცია, დოღი აქვს მოწყობილი, ვინ შეეჯიბრება ბიძინას სიყვარულში, დაცვაში და საქართველოს მოქალაქე სად არის? საქართველოს მთავრობა ჰქვია ამას, ივანიშვილის მთავრობა ხომ არ არის?“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ