პაატა მანჯგალაძე – პრემიერ-მინისტრის ცვლილებით მხოლოდ თმის ვარცხნილობა და ჰალსტუხის ფერი შეიცვლება – ივანიშვილს თანაშემწედ კობახიძე ეყოლება თუ ღარიბაშვილი, არაფერი იცვლება

პრემიერ-მინისტრის ცვლილებით მხოლოდ თმის ვარცხნილობა და ჰალსტუხის ფერი შეიცვლება – ივანიშვილს თანაშემწედ კობახიძე ეყოლება თუ ღარიბაშვილი, არაფერი იცვლება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება.
“სამწუხაროდ, ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით არაფერი იცვლება, კვლავ კოლექტიური “ქართული ოცნება” რჩება ხელისუფლებაში. მათი ამოცანა არ არის მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოში, ემიგრანტების დაბრუნება, ბავშვთა შიმშილის პრობლემის მოგვარება, ან პენსიონერებისთვის მაღალპროცენტიანი სესხის საკითხის გადაწყვეტა. რა შეიცვლებაო, მკითხეთ და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, თმის ვარცხნილობა და ჰალსტუხის ფერი შეიცვლება მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ცვლილებებით, სხვა არაფერი. მაინც ბიძინა ივანიშვილი იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები და თანაშემწედ ღარიბაშვილი ეყოლება თუ კობახიძე, ამით არსებითად არაფერი იცვლება.
უნდა ვიცოდეთ, რომ რუსული მმართველობის ფორმაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი განასახიერებს, კორუფცია არ ითვლება დიდ კომპრომატად და დანაშაულად, კორუფციად აქ ითვლება თუ უფროსის ზურგს უკან რამეს მოიპარავ. არ ვიცი, ალბათ, ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, თორემ სხვა შემთხვევაში ღარიბაშვილს არავინ საყვედურს არ ეტყოდა. თანაც ღარიბაშვილს პასუხი კი არ მოსთხოვეს კორუფციაზე, არამედ გადმოიყვანეს პარტიაში. ამით არაფერი იცვლება. მაგიდასთან, სადაც კარუსელს ატრიალებს ივანიშვილი, კობახიძე მარჯვნივ დაჯდება თუ მარცხნივ, რა მნიშვნელობა აქვს?!”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)