– არ გამოვრიცხავ ევროპელი პენსიონერი კი არ იყოს, მართლაც ჰქონდეს სურვილი ქართულ პოლიტიკაში უფრო ღრმად დამკვიდრების

არ გამოვრიცხავ ევროპელი პენსიონერი კი არ იყოს, მართლაც ჰქონდეს სურვილი ქართულ პოლიტიკაში უფრო ღრმად დამკვიდრების, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ დიდი ალბათობით არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში.
მანჯგალაძის თქმით, შესაძლოა, ზურაბიშვილი გაზაფხულს დაელოდოს და შემდეგ მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
“ვარსკვლავთმრიცხველობა პოლიტიკაში კარგი საქმე არ არის. შეიძლება გარკვეული ვარაუდები ჩვენ გვქონდეს კონკრეტული ქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ როგორ იქნება და რა იქნება მტკიცებით საუბარი არასწორია. სალომე ზურაბიშვილს ერთ რამ უნდა დავუფასოთ, რომ არ აჰყვა “ქართული ოცნების” ანტიქართულ რიტორიკას, ეს არის დასანახი, დანარჩენი საკუთარ გეგმებზე მან უნდა ისაუბროს. ჩვენ არ ვესხმით თავს ადამიანებს, რომლებიც პროდასავლური განწყობის გაძლიერებას ცდილობენ და ამ რიგში მოვიაზრებთ სალომე ზურაბიშვილს. ვცდილობთ ასევე თავს არ დავესხათ ოპოზიციონერებს, რადგან კობახიძე არ მალავს, რომ რაც უფრო მეტი დაძაბულობაა ოპოზიციაში, მათ ინტერესშია და კარგია. პრეზიდენტს რაც შეეხება, ალბათ გაზაფხულს დაელოდება, როცა მოხდება რეიტინგების გაზომვა, მათ შორის მისი გავლენის პოლიტიკურ პროცესზე და მიიღებს გადაწყვეტილებას. მითუმეტეს საპრეზიდენტო ვადა გასდის, თან ხან “კოჭლ იხვს” ეძახიან, ხან რას და იცით, რომ პრეზიდენტის ფუნქციები ამ ქვეყანაში დიდი არ არის, ამიტომ არ გამოვრიცხავ ევროპელი პენსიონერი კი არ იყოს, მართლაც ჰქონდეს სურვილი ქართულ პოლიტიკაში უფრო ღრმად დამკვიდრების”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად