ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023

ვისთან შეკრავს ალიანსს ზურაბიშვილი და რა პროცედურები აქვს გასავლელი, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს
შექმნის თუ არა ახალ პოლიტიკურ პლატფორმას და ვინ შეიძლება გაწევრიანდეს მასში
სუპერმარკეტების ბაზარზე ოლიგოპოლია ყალიბდება – სამომხმარებლო ბაზრის 52%-ს სამი სუბიექტი აკონტროლებს
* * *
ვისთან შეკრავს ალიანსს ზურაბიშვილი და რა პროცედურები აქვს გასავლელი, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს
“სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება, თუმცა, პოლიტიკური ძალები, მათ შორის “ოცნებაც” ხშირად საუბრობს იმაზე, რომ შესაძლოა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ფლანგზე შექმნას მოძრაობა და 2024 წლის არჩევნებისთვის იბრძოლოს, მათ განსაკუთრებით ეჭვებს უჩენთ პრეზიდენტის ბოლო აქტოვობები. როგორც კონსტიტუციონალისტები ამბობენ, მოქმედ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება არ აქვს და თუ მისი მიზანი ესაა, უნდა გადადგეს. ასეთი განცხადების უკიდურესი ვადა კი, ცესკო-სთვის პარტიის მიერ კანდიდატთა სიის წარდგენის ბოლო ვადაა. რაც შეეხება ს შანსებს 2024 წლის არჩევნებისთვის, ანალიტიკოსების ნაწილს ამაზე საუბარი უჭირს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ დიდი ალბათობით ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიასთან შეკრავს ალიანსს, ეს კი შესაძლოა არცთუ წარმატებული ტანდემი აღმოჩნდეს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვისთან შეკრავს ალიანსს ზურაბიშვილი და რა პროცედურები აქვს გასავლელი, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს.
“ძალიან კარგი იქნება, თუ ამ უთავბოლო ოპოზიციას უთავბოლო ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში – საბოლოო საკონტროლო გასროლა იქნება ოპოზიციისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, “ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე შესაძლოა თანამდებობა დატოვოს და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. მაჭარაშვილის თქმით, ზურაბიშვილი ოპოზიციას “თავს და ბოლოს ვერ გაუგებს”. “ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პარტიაში არ მივიღებთ”, – განაცხადა “გირჩის” დეპუტატმა, მ, რომელმაც კითხვაზე, რატომ არ მიიღებენ სალომე ზურაბიშვილს მათ პარტიაში, ამბობს, რომ “ივანიშვილის კადრების გადაბირებით” დაინტერესებულნი არ არიან”. “არ გამოვრიცხავ სალომე ზურაბიშვილი ევროპელი პენსიონერი კი არ იყოს, მართლაც ჰქონდეს სურვილი ქართულ პოლიტიკაში უფრო ღრმად დამკვიდრების”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა მ თქვა, რითაც გამოეხმაურა “ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. მანჯგალაძის თქმით, შესაძლოა, ზურაბიშვილი გაზაფხულს დაელოდოს და შემდეგ მიიღოს ეს გადაწყვეტილება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სალომე ზურაბიშვილს ერთ რამ უნდა დავუფასოთ, რომ არ აჰყვა ”ქართული ოცნების” ანტიქართულ რიტორიკას, ეს არის დასანახი, დანარჩენი საკუთარ გეგმებზე მან უნდა ისაუბროს. ჩვენ არ ვესხმით თავს ადამიანებს, რომლებიც პროდასავლური განწყობის გაძლიერებას ცდილობენ და ამ რიგში მოვიაზრებთ სალომე ზურაბიშვილს. ვცდილობთ ასევე თავს არ დავესხათ ოპოზიციონერებს, რადგან არ მალავს, რომ რაც უფრო მეტი დაძაბულობაა ოპოზიციაში, მათ ინტერესშია და კარგია. პრეზიდენტს რაც შეეხება, ალბათ გაზაფხულს დაელოდება, როცა მოხდება რეიტინგების გაზომვა, მათ შორის მისი გავლენის პოლიტიკურ პროცესზე და მიიღებს გადაწყვეტილებას. მით უმეტეს, საპრეზიდენტო ვადა გასდის, თან ხან “კოჭლ იხვს” ეძახიან, ხან რას და იცით, რომ პრეზიდენტის ფუნქციები ამ ქვეყანაში დიდი არ არის, ამიტომ არ გამოვრიცხავ მართლაც ჰქონდეს სურვილი ქართულ პოლიტიკაში უფრო ღრმად დამკვიდრების”, – განაცხადა მანჯგალაძემ. კონსტიტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “რეზონანსთან” იმ პროცედურებზე ყვება, რომელსაც უნდა მიჰყვეს, თუ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიაში ჩართვა და არჩევნებში მონაწილება სურს”, – განაგრძობს გამოცემა.
“პრეზიდენტი გადამდგარად ითვლება გადადგომის შესახებ განცხადების გავრცელებისთანავე. ასეთი განცხადების უკიდურესი ვადა, ცესკოსთვის პარტიის მიერ კანდიდატთა სიის წარდგენის ბოლო ვადაა. თუ პრეზიდენტის გადადგომის მიზანი კანდიდატის სახით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაა. პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება არ აქვს, რადგან ეს უკვე პარტიულ საქმიანობად ითვლება. შესაძლოა პრეზიდენტმა კანდიდატად ყოფნა არ მოინდომოს, მაგრამ კონკრეტულ პარტიასთან ერთად მიიღოს მონაწილოება წინასაარჩევნო კამპანიაში. პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ განცხადება პარტიის მიერ ცესკოსთვის კანდიდატთა პარტიული სიის წარდგენამდე უნდა გააკეთოს, თუ მას უნდა, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი იყოს, მაგრამ, თუ ეს სურვილი არ ექნება და უბრალოდ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვით შემოიფარგლება, მაშინ უფრო ადრეც შეუძლია გადადგეს და გადადგომის წუთიდანვე ექნება უფლება სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
“საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, ამ დროში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ბევრმა ამომრჩეველმა შესაძლოა თავისი დამოკიდებულება შეიცვალოს, ის დამოკიდებულება, რაც დღეს აქვს ამა თუ იმ სუბიექტის მიმართ, ამიტომ ახლა პროგნოზის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. უფრო მესაც ვიტყვი, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგაც კი, ჩემთვის საკმაოდ რთული იქნება პროგნოზების გაკეთება თუ პრეზიდენტის ჩართვა საარჩევნო კამპანიაში რამდენად წაადგება კონკრეტულ პარტიას. შესაძლოა ვივარაუდოთ ისიც, რომ კონკრეტული პარტიის სახელის ქვეშ შესაძლოა გაერთიანებული იყოს კიდევ რამდენიმე სხვა პარტიაც”, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
“ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ დიდი ალბათობით პრეზიდენტი ზურაბიშვილი 2024 წლის არჩევნებზე მონაწილოების განაცხადს გააკეთებს, თუმცაღა ეეჭვება, რომ ბარიერი დაძლიოს იმ პლატფორმამ, საიდანაც ზურაბიშვილი იმოღვაწევებს, აბაშიძის ვარაუდოთ ეს შესაძლოა იყოს გახარია-ზურაბიშვილის ალიანსი. “დიდი ალბათობით ასე მოხდება, სალომე ზურაბიშვილი და მისი გარემოცვა თვითილუზიაში არიან, რომ ის ქართულ ელექტორატში საკმაოდ პოპულარულია, რაც დიდი ტყუილია. ირაკლი კობახიძის პროგნოზი, რომ შეიძლება ზურაბიშვილი პრეზიდენტობიდან ორი თვით ადრე გადადგეს, მე მგონი ეს დრო ძალიან გვიანი იქნება, საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს. თუ ზურაბიშვილს სერიოზული საარჩევნო კამპანიის წარმართვა უნდა, რამდენიმე თვით ადრე უნდა გადაწყვიტოს და არა ორი თვით”, – აცხადებს აბაშიძე, რომლის მტკიცებით, “შესაძლოა მის უახლოეს თანამოაზრეებს ეგონოთ, რომ ზურაბიშვილი მესია და გადამრჩენელია, მაგრამ ეს ასე არაა”, – დასძენს გამოცემა.
“მას ან რაღაც ახალი პარტიის შექმნა მოუწევს, ან რომელიღაც პარტიაში შეკედლება. დიდი ალბათობით ეს შეიძლება იყოს გახარიას პარტია და არა “ლელო” და არანაირად ენმ, რომელიც უკვე ნამსხვრევებადაა ქცეული. არაა გამორიცხული ეს კონფიგურაცია, რომ გახარიას პარტიაში სალომე ზურაბიშვილი პირველ ნომრად იყოს, მეორე ნომრად გახარია და შემდეგ სხვები, მაგრამ საკითხავია ეს ორი ურეინტინგო პოლიტიკოსი ერთმანეთს მისცემენ კი საკმარის ხმებს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ?! ძალიან სათუოა და ნუ იქნებიან მორიგ თვითილუზიაში, ნურც ზურაბიშვილი, ნურც გახარია, ნურც ხაზარაძე და სხვები, რომ მათ ელექტორატის მხარდაჭერის რესურსი აქვს. არჩევნები ცალ-ცალკე პარტიებით და 5%-იანი ბარიერით იქნება და არა ბლოკებით, ვნახოთ ვინ რას შეძლებს. არც მმართველ პარტიას არ უნდა უხაროდეს, რომ საკონსტიტუციო უმრალესობას მიაღწიოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციიის დიდი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია და თვითდესტრუქციის გზაზეა, არ გამოვრივცხოთ ეს სცენარიც, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში „ქართული” ოცნება შევიდეს და ერთი-ორი პარტია რამდენიმე დეპუტატით”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
შექმნის თუ არა ნიკა მელია ახალ პოლიტიკურ პლატფორმას და ვინ შეიძლება გაწევრიანდეს მასში
“პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს ოპოზიციური კოალიციის შექმნას, სადაც ნიკა მელია იქნება ერთ-ერთი მონაწილე. “ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს მელია თავის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ორგანიზაციად და მერე შეიძლება იყოს ლაპარაკი მასთან არა გაერთიანებაზე, არამედ კოალიციაში მის მონაწილეობაზე. მას ვინ შეიძლება მიეკედლოს, ძნელი სათქმელია, ყველაზე ახლოს თუ ვინმე დგას მასთან, ეს არის ჯაფარიძე-ხოშტარიას ჯგუფი”, ამბობს ძაბირაძე, რომელიც თვლის, რომ `ესინი შეიძლება შეუერთდნენ მელიას რადგან ორივენი “ნაციონალური მოძრაობიდან” მოდიან”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შექმნის თუ არა ნიკა მელია ახალ პოლიტიკურ პლატფორმას და ვინ შეიძლება გაწევრიანდეს მასში / “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავჯდომარე ჯერჯერობით დუმს, ხოლო მის ყოფილ პარტიაში რღვევის პროცესი გრძელდება და წევრები მიყოლებით ტოვებენ ორგანიზაციას.
“ზოგადად ეს რამის მომტანი იქნება თუ არა, არ ვიცი. თუ მხოლოდ 5%-იან ბარიერზე იმუშავებს, თუ უფრო მეტის მოლოდინი აქვთ, ჯერჯერობით უცნობია. დაველოდოთ როცა მელია გააკეთებს განცხადებას. არ გამოვრიცხავ, რომ მელიას ამასთანავე შეუერთდეს “ევრო-ოპტიმისტები” – -ხატია დეკანოიძის ტანდემი. მაგრამ ჯერჯერობით მელია თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს და როდესაც გაურკვეველია ქმნის პარტიას თუ არ ქმნის, ასეთ ვითარებაში რთულია ილაპარაკო ვინმესთან გაერთიანებაზე ან კოალიციაზე. თუმცა, ყველაფერი მხოლოდ მელიას გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული, “ლელოსაც” ექნება პრეტენზიები. მაგრამ, თუ არსებობს პოლიტიკური ნება, ყველაფრის დაძლევა შეიძლება” – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
“პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მელია თავჯდომარის პოსტის დაბრუნებას ელოდება და დამოუკიდებლობას არ ჩქარობს. “მე მაინც მგონია, რომ ნიკა მელია ეცდება არ შექმნას დამოუკიდებელი ორგანიზაცია, დასაწყისში მეც მეგონა რომ გადადგამდა მაგ ნაბიჯს, მაგრამ, ჩანს რომ არ ჩქარობს დამოუკიდებლობას. ვფიქრობ, ბრძოლა “ნაციონალებში”ჯერ დამთავრებული არ არის” – მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე, რომლის აზრით, `ნიკა მელიაც იცდის, როდის გამოჩნდება იმის შანსი, რომ მან დაიბრუნოს თავმჯდომარის პოსტი”, – აღნიშნავს გამოცემა.
სუპერმარკეტების ბაზარზე ოლიგოპოლია ყალიბდება – სამომხმარებლო ბაზრის 52%-ს სამი სუბიექტი აკონტროლებს
“სუპერმარკეტების ბაზარზე ოლიგოპოლია ყვავის. სამომხმარებლო ბაზრის 52%-ს სამი სუბიექტი აკონტროლებს. კვლევებით დასტურდება, რომ სუპერმარკეტების ბაზრის ნახევარზე მეტი “ნიკორას”, “ორ ნაბიჯსა” და “კარფურს” უჭირავს, რაც ისეთი პატარა ბაზრისთვის, როგორიც საქართველოა, დიდი საფრთხის მატარებელია. აშკარაა, რომ ადგილი აქვს ოლიგოპოლიას, რომლის საქმიანობა უამრავი პატარა კომპანიის განვითარებას რისკს უქმნის. ამით არის განპირობებული, რომ ადგილობრივი მეწარმეებისთვის ქსელური მარკეტების დახლებზე წვდომა შეზღუდულია. მეწარმეები უკვე ვერანაირ ფასად ვერ ახერხებენ სუპერმარკეტებში პროდუქციის განთავსებას. ბაზარზე დიდი განუკითხაოიბა და ქაოსია. ფაქტობრივად ყველა საშუალო ზომის სუპერმარკეტის უკან დიდი ბიზნესი დგას, რომელიც შედარებით პატარა ობიექტებს ავიწროებს და ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრების შესაძლებლობას უსპობს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სუპერმარკეტების ბაზარზე ოლიგოპოლია ყალიბდება / ისინი აწესებენ მონოპოლიურ პირობებს და მაქსიმალურად ცდილობენ, არავინ შეუშვან ბაზარზე. მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება წნეხი მეწარმეებზე.
“FMCG სექტორის ორგანიზებული ბაზრის წილის მიხედვით, რომელმაც “ კაპიტალმა” სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა. 2023 წლის 9 თვეში საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა და 5,06 მილიარდი ლარი შეადგინა. 2023 წლის ცხრა თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა ბაზრის ძირითადი მოთამაშეების გადანაწილების კუთხით. შესაბამისად, FMCG სექტორის ორგანიზებული ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით შემდეგია: “ნიკორა” – ბაზრის 20.1%; “ორი ნაბიჯი” – 17.6%; “კარფური” – 14.6%; “სპარი” – 13.1%; “მაგნიტი” – 9.7%; “დეილი” – 4.6%; “გუდვილი” – 4.3%; “აგროჰაბი” – 4.2%; “ზღაპარი” – 2.5%, “გვირილა” – 1.7%. ამდენად, გასაგებია თუ რა პრობლემაა ბაზარზე რეალურად მსხვილი მარკეტების ოლიგოპოლიური სიტუაციიდან გამომდინარე, რომლის გაუმართლებლად გაზრდილი საგადასახადო პოლიტიკა ბიზნესისთვის ბარიერია, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის”, – აღნიშნავს გამოცემა.
“როგორც მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელმა გოგა ციცქიშვილმა ,”რეზონანსთან” აღნიშნა, მათი პროდუქციის გაყიდვისთვის დაწესებული ერთჯერადი საწყისი გადასახადი 1000-3000 ლარის ფარგლებშია და ზოგ შემთხვევაში, 30 000-40 000 ლარს აღწევს. იმის გამო, რომ ამ პირობის დაკმაყოფილება მეწარმეების უმეტესობას არ შეუძლია, ისინი საკუთარ პროდუქციას მსხვილ სუპერმარკეტებში ვერ ყიდიან. 10-დან 5 მეწარმე შეიძლება ახერხებდეს ამ კაბალური პირობის დაკმაყოფილებას, რაც დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. “საერთოდ არ აინტერესებთ მცირე და საშუალო მეწარმეობა, აბსოლუტური იგნორირება ხდება როგორც მთავრობის, ასევე მსხვილი სავაჭრო ობიექტების მხრიდან. ამ დროს საქართველო 70%-ზე მეტად იმპორტდამოკიდებულია”, – ამბობს ციცქიშვილი, რომლის მტკიცებით, “ცხადია, რომ მსხვილ იმპორტიორებს ადგილობრივი წარმოების განვითარება არ აინტერესებთ”, – განაგრძობს გამოცემა.
ქსელური მარკეტების მიერ მეწარმეებისთვის ,,მარკეტინგული ხარჯებისთვის” დაწესებული ერთჯერადი გადასახადი 1000-3000 ლარიდან იწყება და ზოგ შემთხვევაში 30 000-40 000-ს აღწევს. ეს ფული მეწარმემ უნდა გადახადოს მხოლოდ იმისთვის, რომ დახლებზე წვდომა ჰქონდეს. ზოგჯერ პირდაპირ ეუბნებიან, რომ თანხას ერთჯერადად არ გადაახდევინებენ, მაგრამ 6 თვის მანძილზე თანხას დაუქვითავენ რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლიდან. პროდუქცია რომ შედის მარკეტში, შემოსავლის ჩარიცხვა ხდება 1 თვის შემდეგ, ამ ხნის განმავლობაში, მეწარმეს უწყვეტი მომარაგების ვალდებულება აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმა უწესდება. საიდან უნდა მოიტანოს ეს პროდუქცია, თუკი ასეთი მაღალი გადასახადით წარმოების შესაძლებლობას უზღუდავენ? მსოფლიოში არ მეგულება არც ერთი ნორმალური ქვეყანა, რომ მცირე მეწარმეებისთვის ასეთი პირობები არსებობდეს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ციცქიშვილი.
“გარდა ამისა, როგორც მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლები ითხოვენ პროდუქციიდან “ქეშბექს”, პირობითად, პროდუქტი თუ 5 ლარი ღირს, 50-თეთრიანი ფასდაკლებით შესყიდვას, რის პარალელურადაც ,”მარკეტინგული ხარჯისთვის” დაწესებული გადასახადიც უნდა გადაიხადოს. კიდევ უფრო დიდი ტვირთია რეტრობონუსების სისტემა, სადაც ასევე კაბალური პირობები მოქმედებს. ამდენად, აშკარაა, რომ ქსელური მარკეტები აწესებენ მონოპოლიურ პირობებს და მაქსიმალურად ცდილობენ, არავინ შეუშვან ბაზარზე რაც ნიშნავს, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება წნეხი მეეწარმეებზე, რომლებსაც თავიანთი პროდუქტის რეალიზაცია და დისტრიბუცია სურთ. ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო “ხილარი”, რომელიც ექსპორტზე გადის და მაღალი ხარისხის პროდუქტებს ქართულ ბაზარზე სწორედ ამ არაჯანსაღი კონკურენციის გამო ვერ ჰყიდის. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, თამაზ კაკუშაძემ ”რეზონანსთან” აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ის პირობები, რასაც რითეილ სექტორი ადგილობრივი მეწარმეებისგან პროდუქტის დახლებზე განთავსების სანაცვლოდ ითხოვს”, – დასძენს გამოცემა.
“ჰორეკა სექტორს ვერ გავცდით ქართულ ბაზარზე, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესთან ვთანამშრომლობთ, ეს არის და ეს. სხვა შესაძლებლობა არ გვაქვს, რის გამოც იძულებული ვართ მთელი აქცენტი ექსპორტისკენ გადავიტანოთ. ვცდილობთ ქვეყნის გარეთ გავაძლიეროთ პოზიციები და გეოგრაფიული არეალი გავაფართოოთ, ამ მხრივ დაბრკოლება არ გვაქვს. ჩვენი მთავარი პრობლემა ქსელური მარკეტების დახლებზე წვდომაა, რის გამოც რეალიზაცია ვერ ხერხდება. სუპერმარკეტებში შესვლა რეალურად დიდი ბარიერია, იმიტომ, რომ კაბალური პირობები აქვთ, არარეალურად მაღალი გადასახადებია, რის გადახდაც ბიზნესს არ უღირს. გლობალურ ბაზრებზე კი დიდი მოთხოვნაა. შესაბამისად, საექსპორტო მიმართულებას ვაძლიერებთ”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა თამაზ კაკუშაძე.
“ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა კომპანია “კეთილი და პატიოსანი”, რომელიც 100%-ით ნატურალური პროდუქციის მწარმოებელია. კომპანიის დირექტორის გიორგი ახალაძის თქმით, წლის ბოლოს პროდუქცია თითქმის ყველა ქსელურ მარკეტში უნდა შესულიყო, მაგრამ მათი რაოდენობა რეალურად სამს ვერ გასცდა. კომპანიის მიერ გამოშვებული წვენები, სოუსები “პოპორელის” ბრენდით, ქვეყნის გარეთ გაიყიდება. “ბაზრის დიდი წილის დაკავებას ვგეგმავდით, მაგრამ რეალურად სამი სუპერმარკეტის დახლებზე ვართ წარმოდგენილი. გარკვეული მიზეზის გამო ადგილობრივ ბაზარზე გაფართოების შესაძლებლობა შეგვეზღუდა. შეიძლება იმის გამოც, რომ წამყვანი სუპერმარკეტები უკვე თვითონ გახდნენ მწარმოებლებიც და თავიანთი პროდუქცია აქვთ. კონკურენციის საკითხია, არ აწყობთ ჩვენი შესვლა, თვითონაც ქმნის ანალოგიურ პროდუქტს და ასე მარტივად არ დაუშვებენ სხვა კომპანიის შესვლას, მით უმეტეს, როცა სერიოზულ კონკურენტს ხედავენ”, – აღნიშნავ გიორგი ახალაძე, რომლის თქმით, `ასეთი არასახარბიელო მდგომარეობაა და შესაბამისად, საექსპორტო ბაზრებს ეძებენ, რომ პროდუქტის რეალიზაცია ქვეყნის გარეთ მოვახდინონ”, – წერს სტატიის ავტორი.

ასევე დაგაინტერესებთ