– მელიას წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანებს მოემსახურება – „გამარჯვების კოალიცია“ არჩევნებზე საუკეთესო შედეგებს მიიღებს

მელიას წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანებს მოემსახურება – “გამარჯვების კოალიცია“ არჩევნებზე საუკეთესო შედეგებს მიიღებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „გამარჯვების კოალიცია“ ყველაფერს აკეთებს, რომ ნიკა მელიას და სხვების წასვლა ნეგატიურად არ აისახოს მათზე.
„არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ არ ვარ ადამიანი, ვისთვისაც სულ ერთი იქნება სად იქნება მელია და რას გააკეთებს, დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ყველა ადამიანის თავისუფალ არჩევანს უნდა ვცეთ პატივი და ნამდვილად არ მიხარია ვინმეს პარტიიდან, ან ჯგუფიდან წასვლა, ეს არ ყოფილა ჩვენი ინტერესი. დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს მოემსახურება რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანებს. რადგან მან ჩათვალა, რომ შექმნილ ვითარებაში მისთვის უკეთესი და უფრო ხელსაყრელია რეჟიმთან ბრძოლა გააგრძელოს მარტომ, წარმატებას ვუსურვებ ამ გზაზე. არ უნდა ვთქვათ, რომ არაფერს ნიშნავს (მისი წასვლა) და სირაქლემას პოზიციაში არ უნდა ვიყოთ, დიახ ნიშნავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ გამარჯვების კოალიციაში, რომ ნიკა მელიამ ის გააკეთოს რისიც სჯერა და ჩვენ არ დაგვეტყოს ეს წასვლა და ნეგატიურად არ აისახოს არავის წასვლა. ნიშნისმოგებით არ ვამბობ, ამ ადამიანებს, წარმატებას ვუსურვებ. „გამარჯვების კოალიცია“ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რა შედეგებიც იყო ნაჩვენები აქამდე, იმაზე კარგი შედეგი ვაჩვენოთ. წარმატებას ვუსურვებ მელიას და მის გუნდს, ვინც ფიქრობს, რომ ბრძოლის უკეთესი გზა აირჩიეს, ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე მივიღებთ საუკეთესო შედეგებს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. ამასთან, როგორც მელიამ განაცხადა, ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად