„ოცნების“ არჩეულ პრეზიდენტს სი ძინპინმა მიულოცა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ქართული ოცნების“ არჩეულ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად ინაუგურაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიულოცა.
ამ დროისთვის ჩინეთია მეექვსე ქვეყანა, საიდანაც ყაველაშვილმა მილოცვა მიიღო. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტს მილოცვა მიღებული აქვს: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ბელარუსიდან და სერბეთიდან.
მიხეილ ყაველაშვილს მილოცვა არ მიუღია არცერთი დასავლური ქვეყნიდან. ამასთან, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრი, მიხეილ ყაველაშვილი საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩია. ყაველაშვილის არჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას, ვინაიდან ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და აქედან გამომდინარე მიაჩნევენ, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიხეილ ყაველაშვილის არჩევასაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ყაველაშვილის პრეზიდენტად ლეგიტიმიციას არ ცნობს არც სალომე ზურაბიშვილი და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებულად მიიჩნევს.
„ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა.
სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს ამჟამინდელი სტრატეგიული პარტნიორობა ინარჩუნებს განვითარების პოზიტიურ იმპულსს“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…