ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა. აღნიშნული განცხადება ჩინეთის საგარეო უწყების გვერდზე დღეს, 3 იანვარს გავრცელდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს ამჟამინდელი სტრატეგიული პარტნიორობა განვითარების დადებით მომენტს ინარჩუნებს“.
„სი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მზად არის პრეზიდენტთან იმუშაოს, რათა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდეს ტრადიციული მეგობრობა, გაღრმავდეს ორ მხარეს შორის ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა, წინ წაიწიოს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება და მეტი სარგებელი იყოს ორივე ქვეყნის ხალხისთვის,” - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართა.
ამ დროისთვის ჩინეთის გარდა ყაველაშვილს მიულოცეს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.