ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეთიუ მილერი - ენტონი ბლინკენი ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტს, ედმუნდო გონსალესს ესაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება მხარი დაუჭიროს ვენესუელელი ხალხის ნებას

მეთიუ მილერი - ენტონი ბლინკენი ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტს, ედმუნდო გონსალესს ესაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება მხარი დაუჭიროს ვენესუელელი ხალხის ნებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტს, ედმუნდო გონსალესს ესაუბრა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.
„დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი არჩეულ პრეზიდენტს, ედმუნდო გონსალესსა და მარია კორინა მაჩადოს, ვენესუელის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებს ესაუბრა. მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება მხარი დაუჭიროს არჩევნებზე დაფიქსირებულ ვენესუელელი ხალხის ნებას, ვენესუელაში დემოკრატიის მშვიდობიანი გზით აღდგენასა და უსამართლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას“, - აცხადებს მეთიუ მილერი.
მილერის თქმით, „ენტონი ბლინკენმა მადუროს ანტიდემოკრატიული ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმო და ვენესუელის ოპოზიციისა და ვენესუელელი ხალხის გამძლეობა შეაქო“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.