ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტია “გახარია საქართველოსთვის” აკრძალვასაც მოითხოვს

“ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტია “გახარია საქართველოსთვის” აკრძალვასაც მოითხოვს

"ქართული ოცნება" საკონსტიტიციოსგან გახარიას პარტიის აკრძალვასაც მოითხოვს. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

“ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი, ყველამ კარგად იცის, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი, რიგი ე.წ პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება გახარია-საქართველოსთვის პარტია.

შეიძლება, გაჩნდეს კითხვები, რატომ მაშინ არა… პასუხი არის ძალიან მარტივი – ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები, შემოვიდნენ პარლამენტში, შემდეგ მათი მანდატების ცნობა. მათ მივეცით შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, მივეცით შანსი, რომ ჩართულიყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.