პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: მომზადდა, ხელმოწერილი არის და, მგონი, დღეს ჩაბარდება

ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი მომზადდა და სასამართლოს დღეს ჩაბარდება. სარჩელს დაემატა პარტია გახარია-საქართველოსთვის.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მათ ჰქონდათ 1 წელი, რომ ეღიარებინათ კონსტიტუციური წესრიგი, თუმცა ეს არ გააკეთეს, არიან ნაციონალური მოძრაობის ორკესტრირებული ჯგუფის ნაწილი და ამიტომ უნდა იყვნენ სარჩელში.
“სარჩელი მომზადდა, ხელმოწერილი არის და ფიზიკურად, მე მგონი, დღეს ჩაბარდება. ვინაიდან შაბათ-კვირა იყო, დღეს ჩაბარდება საკონსტიტუციო სასამართლოს, მათ შორის, საჯარო იქნება ეს სარჩელი და ყველამ შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხეთ. […]
გახსოვთ, ის კამპანია 2024 წელს, რომ 4 პარტია არის: 4, 5, 9, 25-დან ნებისმიერს მიეცით აქედან [ხმა], ქართულ ოცნებას არა… რატომ? იმიტომ, რომ შენი არჩევანი ამ ოთხიდან 1 არჩევანს ნიშნავდა მაინც. […] ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, სხვა არგუმენტებიც არის. […] რა არ გააკეთეს, ამაზეა საუბარი. 2024 წლის არჩევნების შემდეგ, 1 წელი ისინი ბოიკოტს უცხადებდნენ პარლამენტს და არ აღიარებდნენ არჩევნებს, არ შემოდიოდნენ პარლამენტში და პირველი თორმეტეულისთვის მოგვიწია მანდატების შეწყვეტა. როცა შემოვიდნენ, შემოვიდნენ 4 ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის თქვეს, რომ აი, ჩაიშალა 4 ოქტომბერიო და იმიტომაც შევდივართო, განაცხადა მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა… ეს 1 წელი ჰქონდათ მათ შესაძლებლობა, რომ ეღიარებინათ საკონსტიტუციო წესრიგი, რასაც მანამდე არ აკეთებდნდნ, ეღიარებინათ არჩევნები, ეღიარებინათ ინსტიტუციები, რასაც არ აკეთებენ დღემდე, კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებენ, მათაც რომ ჰკითხოთ, ასე ცალყბად არიან…
თუკი ჩვენ ვთანხმდებით იმაზე და ვიცით, რომ ეს არის ერთიანი ორგანიზმი, ნაციონალური მოძრაობის ერთი ორკესტრირებული ჯგუფი და თუკი არაკონსტიტუციურად მივიჩნევთ გახარიას პარტიასაც, მაშინ რატომ არ უნდა იყვნენ სარჩელში.” – განაცხადა პაპუაშვილმა.
ქართული ოცნება საკონსტიტიციოსგან გახარიას პარტიის აკრძალვასაც მოითხოვს
2025 წლის 28 ოქტომბერს, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელით, რომელსაც ივანიშვილის სატელიტი პოლიტიკური მოძრაობები ხალხის ძალა და ევროპული სოციალისტები უერთდებიან, 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ.
რომელ პარტიებს და რატომ (არ) კრძალავს რეჟიმი
მაშინ პაპუაშვილმა მხოლოდ სამი პარტია დაასახელა – ნაციონალური მოძრაობა, ახალი, ლელო და განმარტა, რომ მათთან დაკავშირებული “ერთკაციანი და მცირე პარტიების” არაკონსტიტუციურად გამოცხადება, ამ ეტაპზე, დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, შესაძლოა დადგეს თუ ისინი “პოლიტიკურ პროცესზე არსებით გაველნას შეიძენენ”
2026 წლის 20 აპრილს ასევე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელში ფედერალისტებსაც ამატებენ.