„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, გააუქმოს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია – „გახარია საქართველოსთვის“. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება „გახარია საქართველოსთვის…შეიძლება გაჩნდეს კითხვები – რატომ მაშინ არა, როდესაც ეს სარჩელი იქნა მომზადებული. პასუხი არის ძალიან მარტივი. ყველას გვახსოვს, მათი გეგმები: შემოვიდნენ პარლამენტში, შემდეგ მათი მანდატების ცნობა. სიმართლე გითხრათ, მათ მივეცით შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში… ვნახეთ: პირველი და ყველაზე მთავარი – არაღიარება კონსტიტუციური წყობილების… არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის, რა ძალას წარმოადგენენ, ვის ძალას წარმოადგენენ…“ – თქვა ირაკლი კირცხალიამ.მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც არ მოითხოვენ იმ მანტადების გაუქმებას, რომელიც ამ პარტიას აქვს პარლამენტსა და საკრებულოებში.მასალა განახლდება.