"ოცნება თუ სინამდვილე" - მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა გაიმართა
"ოცნება თუ სინამდვილე“ - ამ სახელწოდებით, მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა გაიმართა.
"ოცნება თუ სინამდვილე" გამოჩენილი ქართველი ავტორ-შემსრულებლის, მუსიკოსის, პოეტისა და მთარგმნელის, ინოლა გურგულიას ამავე სახელწოდების კინოსცენარის მოტივებზე შეიქმნა.
ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
სპექტაკლი ინოლა გურგულიას დაბადებიდან 95-ე წლისთავს მიეძღვნა. სპექტაკლში მონაწილეობენ, როგორც მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები, ისე - ბავშვები, მათ შორის, ინოლა გურგულიას შთამომავლები.
სპექტაკლში ცოცხლად შესრულდა კომპოზიტორის 22 ნაწარმოები. "ოცნება თუ სინამდვილე“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 16 და 22 დეკემბერსაც გათამაშდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.