არქივი17 მაისი, 2024, 08:25
ოფიციალური დასვენების დღის გამო, Bloomberg-ის სავალუტო სისტემა დახურულია - ბოლო მონაცემებით, პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.7600 ლარად ივაჭრებოდა
დღეს 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად საქართველოში გამოცხადებული დასვენების დღის გამო, Bloomberg-ის სისტემის ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი დახურულია.
16 მაისის სავაჭრო სესიის დახურვისას Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.7600 ლარად ივაჭრებოდა.
ეროვნული ბანკის მიერ 16 მაისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7596 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0002 ლარია.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.