გიორგი ისაკაძე: კვაზი-უქმე დღის დაწესებით, რამდენიმე პოლიტიკური მიზნის მიღწევის მიღმა, ხელისუფლება ცდილობს ბაზარზე უარყოფითი სენტიმენტები გაანეიტრალოს
"დღევანდელი "უქმე დღე" პირდაპირ კავშირშია ფინანსურ ბაზარზე შექმნილ პანიკურ ვითარებასთან. კვაზი-უქმე დღის დაწესებით, რამდენიმე პოლიტიკური მიზნის მიღწევის მიღმა, ხელისუფლება ცდილობს ბაზარზე უარყოფითი სენტიმენტები გაანეიტრალოს. ამიტომაც არის Bloomberg სავაჭრო სისტემა გარინდული, მაგრამ ლარის კურსი 17.00 საათზე მაინც განახლდება
PS-ჩემი "კოსპიროლოგია" ბაგა-ბაღია იმასთან შედარებით სადაც ხელისუფლების მოლაპარაკე თავები "ბანაობენ".
ჭეშმარიტად აღდგა!" - წერს სოციალურ ქსელში FORBES GEORGIA, მთავარი რედაქტორი & BMG, რედაქტორი-წამყვანი, პროფესორი გიორგი ისაკაძე.
ცნობისათვის, დღეს 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად საქართველოში გამოცხადებული დასვენების დღის გამო, Bloomberg-ის სისტემის ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი დახურულია.
16 მაისის სავაჭრო სესიის დახურვისას Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.7600 ლარად ივაჭრებოდა.
ეროვნული ბანკის მიერ 16 მაისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7596 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0002 ლარია.
ეროვნულმა ბანკმა გუშინ, 16 მაისს, 60 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ლარის კურსი მაინც გაუფასურდა. ეროვნული ვალუტა 40-ზე მეტ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, მათ შორისაა ევრო და დოლარი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.