ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში გარიგებები ჯერ არ დადებულა - ბოლო მონაცემებით, პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.7600 ლარად ივაჭრებოდა

დღეს, Bloomberg-ის ბანკთაშორისი სავალუტო ბაზრის სისტემაში გარიგებები არ დადებულა. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ბაზარი დახურული არაა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველოში ოფიციალური დასვენების დღეა, ბაზარზე პასიურობა შეიმჩნევა.
16 მაისის სავაჭრო სესიის დახურვისას Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.7600 ლარად ივაჭრებოდა.
ეროვნული ბანკის მიერ 16 მაისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7596 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0002 ლარია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.