ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოფიციალურად: ლისაბონის "სპორტინგს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად: ლისაბონის "სპორტინგს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ლისაბონის "სპორტინგმა" გვაუწყა, რომ გათავისუფლებული ჟოაო პერეირას შემდეგ გუნდის ახალი მწვრთნელი 43 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი რუი ბორხესი გახდა.
ის მიმდინარე სეზონში "გიმარაეშს" წვრთნინა და ამას საკმაო წარმატებითაც აკეთებდა. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ლისაბონური გრანდი 11 ნოემბერს რუბენ ამორიმმა დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედს" მიაშურა, რის შემდეგაც "სპორტინგის" ახალი მწვრთნელი მეორე გუნდის დამრიგებელი ჟოაო პერეირა გახდა, რომელმაც ამ პოსტზე 2 თვეც ვერ გასტანა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.