არქივი25 დეკემბერი, 2024, 18:51
ოფიციალურად - "ვალენსიას" ახალი მწვრთნელი ჰყავს

როგორც დაანონსებული იყო "ვალენსიას" მწვრთნელად 41 წლის კარლოს კორბერანი დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.
კორბერანს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს და ის "ღამურებს" უკვე 4 იანვარს "რეალთან" მატჩში უხელმძღვანელებს.
კორბერანი ვალენსიას ავტონომიაში დაბადებული, ამ კლუბის აკადემიის აღზრდილია, "ვალენსიას" დუბლების მეკარე იყო, ბოლოს "ვესტ ბრომვიჩს" ედგა სათავეში, რომელსაც გამოსასყიდ თანხად 2 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.