ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურიკოს "სენტ-ეტიენში" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ზურიკოს "სენტ-ეტიენში" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ოლივიე დალ'ოლიოს ნაცვლად "სენტ-ეტიენის" მწვრთნელად 49 წლის ნორვეგიელი ეირიკ ჰორნელანდი დანიშნეს, - ამის შესახებ ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.
ჰორნელანდს კონტრაქტი 2027 წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივით გაუფორმეს. მისი თანაშემწე ხასან ელ ფაკირი იქნება, რომელთან ერთადაც "ბრანში" მუშაობდა.
ჰორნელანდი მუშაობას 29 დეკემბრიდან შეუდგება, კვირას "მარსელთან" თასის მატჩში კი გუნდს კლუბის აკადემიის დირექტორი ლორან უარი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, "სენტ-ეტიენის" ღირსებას ზურიკო დავითაშვილი იცავს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.