ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორ ათასს გადააჭარბა მიანმაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

ორ ათასს გადააჭარბა მიანმაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

მიანმაში 28 მარტს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია 2056 ადამიანს, კიდევ 3900 ადამიანი დაშავებულია. 270 პირი დაკარგულად ითვლება - იუწყება სააგენტო სინხუა. ქვეყნის მმართველმა სამხედრო ხუნტამ გამოაცხადა ეროვნული გლოვა, რომელიც 6 აპრილამდე გაგრძელდება.
მიწისძვრიდან სამი დღის შემდეგ მაშველები ნანგრევებში ისევ ეძებენ ადამიანებს.
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მაშველებმა მშენებარე ცათამბრჯენის ნანგრევებიდან ამოიტანეს კიდევ ერთი ცხედარი, რის შედეგადაც 12 ადამიანს მიაღწია ნაგებობის დანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. ტაილანდში საერთო ჯამში 19 ადამიანია დაღუპული, კიდევ 75 პირი ამ ეტაპისთვის დაკარგულადაა გამოცხადებული.
მიანმაში (ყოფილი ბირმა) 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა 28 მარტს. ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ საგაინიდან ჩრდილო-დასავლეთით 16 კილომეტრში მდებარეობდა. ტაილანდის გარდა, ბიძგები აღირიცხა ვიეტნამსა და ჩინეთშიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.