ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა – ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა – ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 085-მდე გაიზარდა, 4 715 ადამიანი დაშავდა და 341 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიანმარში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ამავე დროს, მეტეოროლოგებმა არასეზონური წვიმის შესახებ გაფრთხილება გამოსცეს, რამაც, შესაძლოა, მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულოს.
შეგახსენებთ, მიანმარში 28 აგვისტოს 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ მანდაილაიდან დაახლოებით 17 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანშიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.