ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიანმაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1000-ს აღწევს, ბევრი კვლავ დაკარგულია

მიანმაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1000-ს აღწევს, ბევრი კვლავ დაკარგულია

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მიანმაში (ყოფილი ბირმა) მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1000-ზე მეტს მიაღწია. მოელიან, რომ მეტია დაღუპული საკუთრივ ომის შედეგად განადგურებულ ამ ქვეყანაში და მეზობელ ტაილანდში.

მიანმას სამხედრო მთავრობამ 29 მარტს განაცხადა, რომ 1002 ადამიანი დაიღუპა რეგიონში მიწისძვრის შედეგად, ხოლო ტაილანდის ხელისუფლების თანახმად, ამ დროისთვის სულ მცირე, 10 დაღუპული იპოვეს.
მიანმაში (ყოფილი ბირმა) 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა 28 მარტს. ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ საგაინიდან ჩრდილო-დასავლეთით 16 კილომეტრში მდებარეობდა.
28 მარტს, ადგილობრივი დროით დღის პირველი საათისთვის მომხდარი მიწისძვრიდან დაახლოებით 12 წუთის შემდეგ აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა კიდევ ერთი, 6,4 მაგნიტუდის ბიძგი აღნუსხა.
დანგრეულია სახლები და სხვა შენობები, ხიდები და გზები.
მაშველებმა მიანმაში 29 მარტს განაგრძეს შესაძლო გადარჩენილების ძებნა შენობების ნანგრევებში.
სამხედრო ხელმძღვანელობამ უცხოეთიდან ასობით მაშველის ჩასვლის უფლება გასცა.
მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ექვს რეგიონში.

ოპოზიციური ეროვნული ერთიანობის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა ადრე, რომ სამხედრო ხუნტის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ცნობილია როგორც სახალხო თავდაცვის ძალები, ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ მოსახლეობას.

ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.