ორბანი: უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება აბსურდია

ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ, უნგრეთმა, ოთხშაბათს, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი წინააღმდეგობა, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების გზაზე დაწინაურების თაობაზე.
პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან თავისი ძლიერი კავშირებით ამაყობს, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება, არ ემსახურება უნგრეთის ან ევროკავშირის ინტერესებს.
„ციფრების, ეკონომიკური ანალიზის გათვალისწინებით, წევრობის მინიჭების მიზნით, უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებების დაწყება, უნდა ვთქვათ, რომ ამ მომენტში აბსურდია, სასაცილო და არასერიოზული“, – განაცხადა ორბანმა ამ კვირაში დაგეგმილი სამიტის წინ.
ორბანის განცხადებები მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის პოზიციას, რომელმაც გასული წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბლოკის 27 წევრ ქვეყანას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინას იქამდე, „რამდენი ხანიც საჭირო იქნება.“
ორბანი იმუქრება, რომ შემოთავაზებულ წინადადებებს, რომლებიც უკრაინასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან ერთად, ასევე გულისხმობს მნიშვნელოვან ფინანსურ და სამხედრო დახმარებას, ვეტოს დაადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში