ევროკავშირის წევრობაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება საშინელი შეცდომა იქნება და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ –

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების უკრაინასთან დაწყება, საშინელი შეცდომა იქნება, რომელიც უნგრეთმა თავიდან უნდა აიცილოს.
ამის შესახებ მან უნგრულ ონლაინ გამოცემა “მანდინერთან” ინტერვიუში განაცხადა. ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ უნგრეთი კვლავ იმ პოზიციაზეა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები და, ამის ნაცვლად, სტრატეგიული პარტნიორობისკენ უნდა ისწრაფოდეს.
ორბანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა მოიხსნას ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგიდან, რადგან უნგრეთი მხარს არ დაუჭერს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს