არქივი14 დეკემბერი, 2023, 18:52
უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაშიც უნგრეთს მონაწილეობა არ მიუღია - ვიქტორ ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა. გადაწყვეტილებაში უნგრეთი არ მონაწილეობდა", - წერს ვიქტორ ორბანი.
ამასთან, ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.