პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორბანის ესკორტის თანმხლები პოლიციის ოფიცერი ავარიაში დაიღუპა

61 წლის პოლიციელი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა ავტოავარიაში, როდესაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს აცილებდნენ აეროპორტში.
„როიტერსის“ ცნობით, ინციდენტი მოხდა ორშაბათს დილით, მას შემდეგ, რაც შოტლანდია-უნგრეთის მატჩის შემდეგ ვიქტორ ორბანი აეროპორტში მიემართებოდა და მას შტუტგარტის საგზაო პოლიციის მოტოციკლების რაზმი აცილებდა. პოლიციის ოფიცერს დაეჯარა BMW-ის მარკის ავტომანქანა, რომლის მძღოლმა არ იცოდა, რომ გზაჯვარედინი დაკეტილი იყო.
გამოძიებას ლუდვიგსბურგის პოლიცია აწარმოებს, რომელმაც მოწმეებს პოლიციაში მისვლისკენ მოუწოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.