არქივი25 ივნისი, 2024, 10:26
ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა - Bild
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. ამის შესახებ Bild-ი წერს.
უნგრეთის პრემიერი აეროპორტისკენ მიემართებოდა, როდესაც მისი ესკორტი პოლიციის ორ მოტოციკლეტს შეეჯახა. დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ხოლო მეორის მდგომარეობა მძიმეა. უბედური შემთხვევა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მოხდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.