არქივი25 ივნისი, 2024, 10:25
ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა – არის მსხვერპლი
უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. გერმანული გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, შემთხვევა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მოხდა.
მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერი აეროპორტისკენ მიემართებოდა, როდესაც ესკორტის მანქანა პოლიციის ორ მოტოციკლს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ხოლო მეორის მდგომარეობა მძიმეა.
ორბანი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.