ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ონის მერის წარმომადგენელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ონის მერის წარმომადგენელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დაკავებულმა “სასარგებლო წიაღისეულის, ტორფის მოპოვების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 800 ლარი”. საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, მერის წარმომადგენელი ფულის გადაცემის დროს დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.