საპატრულო პოლიციამ ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1986 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.გ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალი“-ს გადაკვეთისას, სავალდებულო საზღვრის კონტროლის გავლის დროს, წამოადგინა გაყალბებული დოკუმენტები და მესაზღვრე-კონტროლიორს ქრთამის სახით თანხა შესთავაზა. სამართალდამცველებმა ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე, ს.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან