ომის 101-ე დღე ახლო აღმოსავლეთში – ისრაელი ღაზის სექტორზე ინტენსიურ სახმელეთო შეტევას განაგრძობს

ახლო აღმოსავლეთში ომის 101-ე დღე დაიწყო. ისრაელი ღაზის სექტორზე ინტენსიურ სახმელეთო შეტევას განაგრძობს. თელ-ავივი ამტკიცებს, რომ მათმა სამხედროებმა ანკლავის ჩრდილოეთით რაკეტების გამშვები ადგილები აღმოაჩინეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ “ჰამასის” განადგურებაში მათ ხელს ვერავინ შეუშლით და რომ ისრაელი არ დაემორჩილება გაერო-ს სასამართლოს, სადაც მათ გენოციდში ადანაშაულებენ.
ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის დასრულებამდე, ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვრის დახურავს ითხოვს, ამ მოთხოვნის საპასუხოდ კი, კაირო აცხადებს, რომ ის საკუთარ საზღვრებს აკონტროლებს.
პარალელურად, CNN-ი, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ამერიკის მოიერიშე თვითმფრინავმა ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლის მიმართულებით იემენის “ჰუსიტების” მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს. დაშავებულების ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, “ჰუსიტების” სამიზნეებს დაარტყეს – ის იყო პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან