ახლო აღმოსავლეთში ინტენსიური ბრძოლებია – ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო სახმელეთო ოპერაცია გრძელდება

ახლო აღმოსავლეთში ინტენსიური ბრძოლებია – ღაზას სექტორში გრძელდება ისრაელის სამხედრო სახმელეთო ოპერაცია. ამავე დროს, ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ამბობს, რომ ისინი “ლიბანში ბრძოლისთვის მზადყოფნას ზრდიან, რადგან ლიბანში ომის შესაძლებლობა უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე”.
ჰერზი ჰალევის განმარტებით, ლიბანში ისრაელის მიზანი ნათელია – ჩრდილოეთში მცხოვრებლები დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.
“ჰეზბოლას” მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო ისრაელის ჩრდილოეთი რეგიონები 80 000-მა ადამიანმა დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – გვქონდა იმედი, რომ ევროკავშირში გაიაზრეს, ნორმალური არ არის, როცა მოსახლეობის უმრავლესობის დედის მაგინებელს გამოხატვის თავისუფლების გამომხატველს უწოდებენ და ახალისებენ