ორიენტირებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო კონფლიქტის თავიდან აცილებაზე | ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ორიენტირებულია უფრო ფართო კონფლიქტის თავიდან აცილებაზე ახლო აღმოსავლეთში “ღრმა დაძაბულობის” მომენტში.
“ჩვენ ინტენსიურად ვიყავით კონცენტრირებულები მუშაობაზე, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გავრცელება”, – ამის შესახებ ბლინკენმა კვირას დოჰაში კატარის პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბლინკენი ამ კვირაში ჩავა ისრაელში და თელ-ავივში პირისპირ შეხვედრას გამართავს ქვეყნის მთავრობასთან.
სულ მცირე 22,835 პალესტინელი დაიღუპა და 58,416 დაშავდა ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ, განაცხადა კვირას ღაზაში მდებარე პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ. გაეროს მონაცემებით, ღაზას 2 მილიონზე მეტი მოსახლეობის თითქმის 90% იძულებით გადაადგილებულია ს ომის გამო “ჰამასის” წინააღმდეგ. კვირას სამედიცინო დახმარების ორმა ჯგუფმა განაცხადა, რომ გადის ღაზის ცენტრში მდებარე ალ-აქსას ჰოსპიტალიდან, ამ მხარეში ისრაელის სამხედრო აქტივობის გაზრდის მოტივით.
“ჰამასის” ლიდერის ბოლოდროინდელმა მკვლელობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს “რთულ” მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მძევლების გათავისუფლება ღაზაში მებრძოლი ჯგუფის მიერ, თქვა კატარის პრემიერმა. იგულისხმება გასულ სამშაბათს, ბეირუთში დარტყმის “ჰამასისი” ლიდერის – სალეჰ ალ-არურის დაღუპვა. ისრაელს აღნიშნულზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
ისრაელი აცხადებს, რომ “ჰამასს” 130-მდე ისრაელელი მძევალი ჰყავს ღაზის სექტორში, რომლებიც 7 ოქტომბერს თავდასხმის შემდეგ ტყვედ აიყვანეს. თავდასხმის დროს ისრაელის მხარეს დაახლოებით 1 200 ადამიანი დაიღუპა და 240 ტყვედ ჩავარდა, მათი ნაწილი ზავის დროს გათავისუფლდა.