ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლიმპიადის პრიზიორები გამარჯვებისა და ღირსების ორდენებზე წარადგინეს

2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ქართველი პრიზიორები ღირსებისა და გამარჯვების ორდენებზე არიან წარდგენილები. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღეს.
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდებიან ოლიმპიური ჩემპიონები – ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.
ღირსების ორდენზე წარდგენილები არიან ვიცე-ჩემპიონები – ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე და გივი მაჭარაშვილი, ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ლაშა გურული.
გარდა ამისა, ოლიმპიადის პრიზიორები სახელმწიფოსგან ფულად ჯილდოსაც მიიღებენ: ოლიმპიური ჩემპიონები მილიონ ლარს, ვიცე-ჩემპიონები – ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები – 250 ათას ლარს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა წელს გუნდურ ჩათვლაში ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი დაიკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.