ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვფიქრობთ, რომ ოლიმპიადის პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები – წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით

გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვფიქრობთ, რომ პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები – წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური წარდგინება განხორციელდება.
„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვფიქრობთ, რომ პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, რაც შეეხებათ ოლიმპიურ ჩემპიონებს, ისინი უნდა დაჯილდოვდნენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური წარდგინებაც განხორციელდება“, – განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.