კობახიძემ და პაპუაშვილმა ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს.
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან:
· ლაშა ტალახაძე - სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოს და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი;
· ლაშა ბექაური - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი;
· გენო პეტრიაშვილი - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი.
ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან:
· ტატო გრიგალაშვილი - ვერცხლის ოლიმპიური მედლის მფლობელი, სამგზის მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონი;
· ილია სულამანიძე - ვერცხლის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი;
· გივი მაჭარაშვილი - ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი, ორგზის ევროპის ჩემპიონი;
· ლაშა გურული - ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი.
სახელმწიფო ჯილდოს გადაცემა საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, თუმცა მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში ის ნახსენები არ არის.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.