ოლეგ ბარციცი აშშ-ს ვენესუელის მიმართ "აგრესიული ქმედებების შეწყვეტისკენ" მოუწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა Апсныпресс-თან საუბრისას თქვა, რომ აშშ-ს ვენესუელის მიმართ "აგრესიული მოქმედებების შეწყვეტისკენ" მოუწოდებს.
მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ ვენესუელაში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ელჩი, ზაურ გვაჯვა ან ე.წ. საელჩოს სხვა თანამშრომლები აშშ-ს იერიშის შედეგად არ დაშავებულან და მათ და რუსეთის საელჩოს კომუნიკაცია აქვთ.
ცნობისთვის, კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს.
ამჟამად მადურო ხომალდ USS Iwo Jima-ზე იმყოფება, რომელიც ნიუ-იორკისკენ მიემართება. პრესკონფერენციაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ის ამერიკაში ნარკოტერორიზმთან დაკავშირებით ბრალდებების გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.