ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი აშშ-ს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი აშშ-ს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ვენესუელის მოქმედმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობას თანამშრომლობის დღის წესრიგზე თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, დღის წესრიგი მიზნად ისახავს „საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, საზოგადოების მდგრადი თანაარსებობის გასაძლიერებლად, ერთობლივ განვითარებას“.
როდრიგესის მტკიცებით, ვენესუელა პრიორიტეტს მიანიჭებს აშშ-სთან და რეგიონთან დაბალასებული და პატივისცემით სავსე საერთაშორისო ურთიერთობებისკენ სვლას.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპ : ჩვენი ხალხი და ჩვენი რეგიონი იმსახურებს მშვიდობას და დიალოგს და არა ომს. ეს ყოველთვის იყო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გზავნილი და ეს არის მთელი ვენესუელის გზავნილი ახლა. ვენესუელას აქვს მშვიდობის, განვითარების, სუვერენიტეტისა და მომავლის უფლება“, - განაცხადა როდრიგესმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.