ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთი აშშ-ს ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა” და ვენესუელაში „რეჟიმის დამხობის მცდელობების“ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ჩინეთი აშშ-ს ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა” და ვენესუელაში „რეჟიმის დამხობის მცდელობების“ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, რომლებიც აშშ-ში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
„ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, უზრუნველყოს პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის პირადი უსაფრთხოება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე, შეწყვიტოს ვენესუელის რეჟიმის დამხობის მცდელობები და საკითხი დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებამ განცხადება მანამდეც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ღრმად შოკირებულია და მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ ძალის აშკარა გამოყენებას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.