ოლაფ შოლცი – უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ დებატები ნაადრევია

უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ დებატები ნაადრევია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„მსგავსი დებატები უადგილო და ნაადრევია. ეს იმის დაშვებაა, რომ უკრაინა რუსეთისგან თავისი ტერიტორიის ნაწილს ვერ დაიბრუნებს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მისი თქმით, უკრაინელების მონაწილეობის გარეშე არაფერი უნდა გადაწყდეს.
„პირველ რიგში, კონფლიქტი უნდა დასრულდეს და ეს რეალური მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იმის გაგება, თუ როგორი შეიძლება იყოს უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიები“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან ჩემი მისიაა, მენეჯმენტის გამართვა, დახვეწა, რელსებზე დაყენება და მერე თუ სხვაგან იქნება უფრო მეტი გამოწვევა, შეიძლება იქაც გადავინაცვლო