– გერმანია ძალიან ძლიერი დემოკრატიაა და ჩვენ ულტრამემარჯვენე პარტიებთან თანამშრომლობის ნებისმიერ იდეას უარვყოფთ

გერმანია ძალიან ძლიერი დემოკრატიაა და ჩვენ ულტრამემარჯვენე პარტიებთან თანამშრომლობის ნებისმიერ იდეას უარვყოფთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„როგორც ძლიერი დემოკრატია, ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ ულტრამემარჯვენეები პოლიტიკური კონტროლისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესებს მიღმა უნდა იყვნენ. მათთან არანაირი თანამშრომლობა არ იქნება. სხვა პარტიებსა და ამ ულტრამემარჯვენე პარტიებს შორის თანამშრომლობის ნებისმიერ იდეას უარვყოფთ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გუშინ მიუნხენში, -ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპაში სიტყვის თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ სხვებს თავს ისე არ დაესხათ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში მიღებულ კანონებსა და რეგულაციებს ეწინააღმდეგებოდეს“.
„არ დავთანხმდებით იმას, რომ ამ პარტიის („ალტერნატივა გერმანიისთვის“) ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენს დემოკრატიაში, ჩვენს არჩევნებში ჩაერიონ. თავად ვწყვეტთ, რა ხდება ჩვენს დემოკრატიაში“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ცნობისთვის, -ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გუშინ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ევროპა მისი ფუნდამენტური ღირებულებებისგან უკან იხევს“.
„ევროპასთან დაკავშირებით საფრთხე, რომელზეც მე ვღელავ ყველაზე მეტად, არ არის , არ არის ჩინეთი, არ არის რომელიმე სხვა გარე აქტორი. რაზეც მე ვღელავ, არის საფრთხე შიგნიდან. ევროპის უკან დახევა მისი ზოგიერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებებისგან, ღირებულებებისგან, რომლებიც გაზიარებულია შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა