ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არ უნდა მოხდეს მსოფლიოს გაყოფა ახალი სავაჭრო ბარიერებით - ოლაფ შოლცი

არ უნდა მოხდეს მსოფლიოს გაყოფა ახალი სავაჭრო ბარიერებით - ოლაფ შოლცი

მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მსოფლიოს გაყოფა ახალი სავაჭრო ბარიერებით, რადგან გლობალიზაციიდან ყველა იღებს სარგებელს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა.
ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან ვაჭრობისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ, ასევე აშშ-ის მიერ რამდენიმე ქვეყნისთვის მაღალი ტარიფების დაწესების შესახებ ისაუბრეს.
„რაც შეეხება ევროკავშირს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძლიერი ეკონომიკური სივრცე. მას აქვს საკუთარი მოქმედების არეალი და ამ ძალაზე დაყრდნობით, ჩვენ ასევე შეგვიძლია ნათლად განვაცხადოთ, რომ შევეცდებით, გავაგრძელოთ ეკონომიკური ურთიერთობები თანამშრომლობის პერსპექტივით. გლობალიზაცია, საქონლის მსოფლიო მასშტაბით გაცვლა აღმოჩნდა ძალიან წარმატებული, რამაც ჩვენ, ყველას კეთილდღეობა მოგვიტანა გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში, აშშ-ში, ასევე მსოფლიოს მრავალ სხვა ნაწილებში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, არ დავყოთ მსოფლიო მრავალი სავაჭრო ბარიერით, არამედ მომავალშიც შევძლოთ საქონლისა და მომსახურების გაცვლის უზრუნველყოფა“, – განაცხადა შოლცმა.
თავის მხრივ, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ სურს ძლიერი სავაჭრო ურთიერთობა აშშ-სთან და ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც განუცხადა.
წყარო: 1 არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.