კითხვაზე, არის თუ არა ომის დაწყებაში დამნაშავე – ეს ასე არ არის, ჩვენ ევროპაში დაჟინებით ვამტკიცებთ ამას

გერმანიის კანცლერი, აცხადებს, რომ უკრაინას ხელი არ უნდა შეეშალოს მის გადაწყვეტილებაში იყოს დემოკრატიული, სუვერენული ერი ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
Reuters-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-თან ინტერვიუში კითხვაზე, იზიარებს თუ არა -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოსაზრებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში დამნაშავე უკრაინაა, შოლცმა უპასუხა: „ეს ასე არ არის. ჩვენ ევროპაში დაჟინებით ვამტკიცებთ ამას”.
მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინისთვის, როგორც პოტენციური წევრისთვის, კარს ღიას ტოვებს.
„უკრაინას ხელი არ უნდა შეეშალოს მის გადაწყვეტილებაში იყოს დემოკრატიული, სუვერენული ერი ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნა შოლცმა.
მისივე თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შემთხვევაშიც, უკრაინას უნდა ჰყავდეს ძლიერი არმია.
„ამისთვის ჩვენ, ევროპაში და ჩვენი საერთაშორისო და ტრანსატლანტიკური პარტნიორები ვიზიარებთ პასუხისმგებლობას“, – დასძინა შოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა