არქივი20 თებერვალი, 2025, 21:37
“ეს ასე არ არის” – შოლცი ტრამპის განცხადებებს პასუხობს

გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინას ხელი არ უნდა შეეშალოს მის გადაწყვეტილებაში, რომ იყოს დემოკრატიული და სუვერენული ერი ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
კითხვაზე, იზიარებს თუ არა დონალდ ტრამპის მოსაზრებას, რომ ომის დაწყებაში დამნაშავე უკრაინაა, შოლცმა უპასუხა: „ეს ასე არ არის. ჩვენ ევროპაში დაჟინებით ვამტკიცებთ ამას”.
საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-თან ინტერვიუში ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შემთხვევაშიც, უკრაინას უნდა ჰყავდეს ძლიერი არმია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.