არქივი24 აგვისტო, 2024, 14:23
ოლაფ შოლცი ზოლინგენში მომხდარ თავდასხმაზე - დამნაშავე სწრაფად უნდა დაიჭირონ და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს
დამნაშავე სწრაფად უნდა დაიჭირონ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„ზოლინგენში მომხდარი თავდასხმა საშინელი მოვლენაა, რომელმაც შოკში ჩამაგდო. თავდამსხმელმა რამდენიმე ადამიანი სასტიკად მოკლა. დამნაშავე სწრაფად უნდა დაიჭირონ “, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა თავდასხმის შედეგად დაღუპულებისა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
ბოლო მონაცემებით, ქალაქ ზოლინგენში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.