არქივი24 აგვისტო 2024, 17:52
ზოლინგენში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 15 წლის მოზარდი დააკავეს
ზოლინგენში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 15 წლის მოზარდი დააკავეს, - ამის შესახებ დიუსელდორფის პოლიციის უფროსმა და პროკურორმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
პროკურორის განცხადებით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ტერორიზმი არ გამორიცხა.
პოლიციამ დაადასტურა, რომ ქალაქ ზოლინგენში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი მამაკაცი და ერთი ქალი დაიღუპა, ხოლო რვა ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.