მამუკა ხაზარაძე – აუცილებელია რუსული ხელისუფლების ჩამოშორება ქვეყნის მმართველობიდან – რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ ინტეგრაცია და მოლაპარაკებები ევროკავშირთან

აუცილებელია რუსული ხელისუფლების ჩამოშორება ქვეყნის მმართველობიდან. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ ინტეგრაცია და მოლაპარაკებები ევროკავშირთან,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, აჭარაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განაცხადა.
მისი შეფასებით, ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთში მიჰყავს.
„ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თითოეულ ადამიანთან და სოფლამდე მივიდეთ, საზოგადოებას ავუხსნათ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ქვეყანას ელოდება. აუცილებელია რუსული ხელისუფლების ჩამოშორება ქვეყნის მმართველობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ინტეგრაცია და მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ამავე დროს, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნის პროცესის დაწყებასთან, ანაკლიის პორტის აშენებასთან, სამუშაო ადგილების შექმნასთან, მაღალ ანაზღაურებასა და 1000-ლარიან პენსიებთან დაკავშირებით გვინდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია. მინდა მათ ვუთხრა, რომ რუსულ ხელისუფლებას ქვეყანას რუსეთში არ გავატანთ, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ქვეყნიდან ადამიანები ემიგრაციაში არ უნდა მიდიოდნენ, პირიქით, უნდა ბრუნდებოდნენ საქართველოში და ქვეყანა უნდა შენდებოდეს, ერთად გავისტუმროთ „ რუსული ოცნება“ ხელისუფლებიდან,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ