ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა

ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა

ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა, ქერჩში ნავთობის ტერმინალს ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ღამით რუსებმა ოკუპირებული ყირიმის ხიდის დახურვის შესახებ გამოაცხადეს, ხოლო სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქერჩის საზღვაო პორტში ნავთობის ტერმინალზე დარტყმები განხორციელდა და ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა.

„ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, ქერჩის საზღვაო პორტის ტერმინალი ამ დრომდე იწვის.

დრონებით თავდასხმა დაადასტურა ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმაც და აღნიშნა, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.

ასევე, რაზვოჟაევმა სევასტოპოლში საჰაერო განგაშის შესახებ გამოაცხადა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.