ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებული აფხაზეთის „კგბ“ აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთის „კგბ“ აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ (КГБ) განცხადების თანახმად, მათ დააკავეს საქართველოს მოქალაქე და რუსეთში გადაიყვანეს.
საუბარია 47 წლის კაცზე, რომელზეც, „კგბ-ის“ მტკიცებით, 2002 წლის საქმესთან, კერძოდ, მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
იგივე „სახელმწიფო უწყება“ წერს, რომ საქართველოს მოქალაქე აფხაზეთში „უკანონოდ იმყოფებოდა“ და „საზღვარი“ გადაკვეთა „ენგურჰესის“ თანამშრომლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, რაც, „როგორც თავად აღიარა, „ნაცნობობით“ მისცეს“.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრს ამ საკითხზე კომენტარისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.