ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: საქართველოს მოქალაქე დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს

მედია: საქართველოს მოქალაქე დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე, ვლადიმერ შუალია დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sputnik Абхазия ავრცელებს.

რუსეთის შსს-ს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, ისინი 47 წლის შულაიას 2002 წელს რუსეთის მოქალაქის მკვლელობას ედავებიან.

გამოცემის ცნობით, შულაია საქართველოსა და რუსეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო. ის აფხაზეთში არალეგალურად იმყოფებოდა და მდინარე ენგურზე საზღვარი გადაკვეთა პასპორტისა და ენგურჰესის თანამშრომლის პირადობის მოწმობის გამოყენებით, რომელიც, როგორც თავად აღიარა, მას "კავშირების მეშვეობით" ჰქონდა.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.